საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვანისა და ხონის
მაჟორიტარობის კანდიდატად "ქართული ოცნებიდან" იმერეთის გუბერნატორი,
გივი ჭიჭინაძე დაასახელა.
როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ
განაცხადა, მათ აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის სხდომაზე
იმსჯელეს.
ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს
გაიმართება.
მაჟორიტარობისთვის ვანში და ხონში "ქართული ოცნებიდან" გივი ჭიჭინაძე,
"ევროპული საქართველოდან" კი, გიგი უგულავა
იბრძოლებენ.
გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტს 2015 წლის
თებერვლიდან იკავებს.
ქუთაისიპისტის ინფორმაციით, იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორის პოსტზე,
შესაძლოა, მხარის ვიცე-გუბერნატორი,
გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნოს.
მასალის გამოყენების პირობები