საქართველოში ორი წლის შემდეგ დღევანდელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება - ასეთი შედეგები აჩვენა საქართველოში NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ.
გამოკითხულიდან 33 პროცენტი პოზიტიურადაა განწყობილი, კითხვაზე პასუხი 18 პროცენტმა არ იცის, მხოლოდ 2 პროცენტს მიაჩნია რომ ორი წლის შემდეგ ყველაფერი ცუდად იქნება, 7 პროცენტი იმედოვნებს რომ დღევანდელთან შედარებით ყველაფერი კარგად იქნება.
საზოგადოების განწყობა საქართველოში - ასე ჰქვია კვლევას რომელიც NDI მიმდინარე წლის აპრილში განახორციელა.
კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 27 მარტიდან – 19 აპრილის ჩათვლით განხორციელდა. კვლევაში წარმომადგენლობით შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც ჩატარდა. ასევვე, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თვითმმართველ ქალაქებშიც თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე და გურჯაანის მუნიციპალიტეტი - მოხდა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3%-ია.
კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები