ქუთაისის #10 საჯარო სკოლის შენობას, რომელიც ი. ჭავჭავაძის
გამზირი №50-ში მდებარეობს რეაბილიტაცია ესაჭიროება. სკოლის
სამივე სართულზე დაზიანებულია ჭერი და იატაკი. კედლებიდან
ჩამოცვენილია ბათქაში, ხოლო ერთ-ერთ საკლასო ოთახში წყალი ჩადის.
სკოლაში 890 მოსწავლე, მათ შორის 80 პირველკლასელია
რეგისტრირებული.
ქუთაისის #10-ე საჯარო სკოლის შენობა 1969 წელს აშენდა, ხოლო 1970
წელს პირველი ნაკადი მიიღო. სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ
სასწავლო დაწესებულების დაარსების შემდეგ რემონტი არ ჩატარებია.
სკოლის დირექტორის დემურ გაგუას თქმით, სკოლაში მიმდინარე წლის
აგვისტოში "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" წარმომადგნლები მივიდნენ
და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. რის საფუძველეც, გაგუას თქმით,
ობიექტს რეაბილიტაცია, შესაძლოა, 2018 წელს ჩაუტარდეს.
"მოგვცეს პირობა რომ სკოლას სრული რებილიტაცია ჩაუტარდებოდა. ამ
ეტაპზე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. მიმდინარე წლის ნოემბერში კი
ის ამერიკაში გადაიგზავნება, საიდანაც დადებითი პასუხის მიღების
შემთხვევაში ვგეგმვთ, რომ 2018 წლის გაზაფხულზე სარემონტო სამუშაობი
უნდა დაიწყოს", - ამბობს ჩვენთან საუბარში დემურ გაგუა.
#10 საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათ ქონდათ
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლებლობა ჰქონდათ, განათლების
სამინისტროდან მიეღოთ ობიექტის ნაწილობრივი რეაბილიტაციის
შესაძლებლობა. თუმცა, განმარტავენ, რომ გადაწყვიტეს მონაწილება არ
მიეღოთ.
"რადგან სკოლას სჭირდება სრული რეაბილიტაცია. ნაწილობრივი ვერ
იქნებოდა ეფექტური ამიტომ რადგან შეგვარჩია "ათასწლეულის გამოწვევის"
ფონდმა დაველოდებით მათ პასუხებს, იმედია რეაბილიტაციის პროექტი
დამტკიცდება. აქ შესაკათებელია იატაკი საკლასო ოთახები, დერეფნები.
მოკლედ ყველაფერს სჭირდება რებილიტაცია", - განმარტავს სკოლის
დირექტორი, დემურ გაგუა.
სკოლის დირექტორის თქმით, ჩაუტარდება თუ არა #10-ე საჯარო სკოლას
სრული რეაბილიტაცია ეს მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა გახდეს
ცნობილი.
მიმდინარე წელს, ქუთაისის 26 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.
აქედან, ხუთ საჯარო სკოლას სრული, ხოლო დანარჩენს ნაწილობრივ
რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
ამავე
თემაზე:
საჯარო სკოლები ქუთაისში, რომლებსაც მიმდინარე წელს
რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მასალის გამოყენების პირობები