განათლება
ფენი, უთო, მაგიდა - რა წერია დასკვნაში, რის გამოც რესურსცენტრის უფროსი გაათავისუფლეს
FaceBook
თანამშრომლებში არათანაბრად გადანაწილებული სამუშაო, ყოველკვირეული სამუშაო გეგმის არარსებობა, რესურსცენტრის შინაგანაწესის დარღვევა, არასაჭირო ნივთების შეძენა (საუთაო მაგიდა, უთო, ფენი) ფინანსური შეუსაბამობები - ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომლის გამოც, განათლების სამინისტრომ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აუდიტის სამსახური ქუთაისის რესურსცენტში მიმდინარე წლის 29 იანვარს შევიდა. შემოწმების ფარგლებში გამოიკითხა როგორც რესურსცენტრის ხელმძღვნელი, ასევე, თანამშრომლებიც.

განათლების და მეცნიერების სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ რის საფუძველზე შევიდა აუდიტის რესურსცენტრში. უწყებაში განმარტავენ, რომ შიდა აუდიტის სამსახური აქტიურად ახორციელებს  როგორც გეგმიურ შემოწმებას, ასევე კონკრეტული პირის მიმართვის საფუძველზეც ახდენენენ რეაგირებას.

ფინანსური შეუსაბამობები და არამიზნობრივად დახარჯული თანხები


უდიტის დასკვნის მიხედვით, რესურსცენტრის ხელმძღვნელმა გასულ წელს უთო, ფენი, საუთოო მაგიდა თავაკები (ხრახნმომჭერები) შეიძინა. რისთვისაც 366 ლარი დაიხარჯა. თუ რა საჭიროებისთვის მოხდა ამ ნივთების შესყიდვა, ნახეთ პასუხი, რომელიც დასკვნაშია აღნიშნული:



სამაგიეროდ, თანხების დაზოგვით გამო "საკანონდებლო მაცნეზე" წვდომა მხოლოდ ხელმძღვანელს ქონდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, იმისთვის რომ 12 თვის განმავლობაში საკანონმდებლო ბაზაზე წვდომა სხვა თანამშრომლებსაც ჰქონოდა დაწესებულებას 360 ლარი უნდა გადაეხადა.

ფინანსური შეუსაბამობები ქუთაისის რესურსცენტრში სხვადასხვა შესყიდვების განხორციელების დროსაც გამოვლინდა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა კონდინციონერის შეძენის დროს მოხდა. როგორც აღმოჩნდა რესურსცენტრმა კონდინციონერი 830 ლარად შეიძინა, ხოლო მონტაჟისთვის 90 ლარი გამოყო, სასაქონლო მომსახურებისთვის მან საბოლოო ჯამში 930 ლარი მიუთითა. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონდინციონერის შეძენილ დოკუმენტში მიუთითა, რომ მისი ღირებულება 930 ლარი იყო ნაცვლად 840 -სა, ხოლო მონტაჟი კი 100 ლარი დაჯდა.

ამის გარდა, 2016 წლის ბოლოს რესურსცენტრმა 2 500 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოცემულ მომენტში რესურსცენტის ბალანსზე ამ რაოდენობის თანხა არ ირიცხებოდა. ასევე კონკრეტული კლასიფიკაციის კოდზე 590 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, თუმცა აღნიშნული კოდი მხოლოდ 280 ლარის შენაძენს ითვალისწინებდა. დასკბანაში წერია, ასეტი ფაქტები არაერთხელ დაფიქსირებულა.


თანამშრომლებში არათანაბრად გადანაწილებული სამუშაო

აუდიტის დასკვნის მიხედვით, რესურსცენტში თანამშრომლების ნაწილი დაკისრებულ მოვალეობას არათანაბრად ასრულებდნენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საუბარია იმ თანამშრომელზე, რომელსაც ქუთაისისა და სამტრედიის საჯარო სკოლებში არსებული დარღვევების შესახებ მასალის მოძიება და დამუშავება ევალებოდა.

"აღნიშნულ საქმეს სხვა მასზე დაბალი რანგის თანამშრომელს ავალებს, ხოლო თავს იმით იმართლებდა, რომ ქუთაისის და სამტრედიის საჯარო სკოლებიდან სამართადარღვევის შესახებ ინფორმაციები რესურსცენტში არ შედიოდა შესაბამისად, ნაკლები საქმეც სწორედ ამიტომ ჰქონდა", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, ბადრი ვაშაკიძემ აღნიშნულ თანამშრომელს კვირის სამოქმედო გეგმის შედგენა სთხოვა. თუმცა, მას ეს გეგმა არ წარუდგენია და არც ვაშაკიძეს გაუმახვილებია ამ საკითხზე ყურადღება.


რესურსცენტრის შინაგანაწესის დარღვევა

ბადრი ვაშაკიძე ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელად 2013 წელს გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. როგორც აღმოჩნა ამ დრომდე რესურსცენტრში არაერთხელ დაირღვა შინაგანაწესი.

აღმოჩნდა, რომ რესურსცენტრის გასაღები მხოლოდ ბადრი ვაშაკიძეს ქონდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, თანამშრომლები ყვებიან, რომ მას ზოგჯერ ეკარგებოდა გასაღები, ხან მოსვლა აგვიანდებოდა, რის გამოც, თანამშრომლებს გარეთ მანამდე უწევდათ დაცდა, ვიდრე ხელმძღვანელი სამსახურში არ მივიდოდა. თანამშრომლების ინფორმაციით, მათ გარეთ მოცდა ზოგჯერ ორი საათითაც უწევდათ.
ოფისის გვიან გაღების ერთ-ერთი ბოლო ფაქტი 2017 წლის 15 სექტებმეს ახალი სასწავლო წლის დაწყებისას დაფიქსირდა, ბადრი ვაშაკიძე დასკვნაში განმარტავს, რომ მას რამდენიმე სკოლაში მოუწია შევლა, რის გამოც ოფისის კარის გაღება მხოლოდ 11 საათისთვის შეძლო, ხოლო თანამშრომლები ამ ხნის განმავლობაში გარეთ უცდიდნენ.

ამის გარდა, ასევე, აუდიტმა დაასკვნა, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც თანამშრომლებმა ჟურნალში ხელმოწერა, რამდენიმე დღის განმავლობაში არც დააფიქსირეს. იქედან გამომდინარე, რომ აღრიცხვის ჟურნალის კონტროლი ერთ-ერთ თანამშრომელს ჰქონდა დავალებული და საქმეს ჯეროვნად ვერ ასრულებდა. ამის მიუხედავად, ბადრი ვაშაკიძემ მას პრემია ხელფასის სრული ოდენობის თანხა მაინც გამოუწერა.
###

"ვინაიდან ინსპექტირების დროს გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები,
რომელთა ნაწილს აქვს მრავალჯერადი და განმეორებადი ხასიათი. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბადრი ვაშაკიძე ვერ
უზრუნველყოფს რესურსცენტრის საქმიანობის კანონშესაბამისობასა და სათანადო ხელმძღვანელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქუთაისის საგანამანათლებლო რესურსცენტრის
ხელმღვანელი დაკავებული თანამდებობიდან", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ეთანხმება თუ არა დასკვნას რესურსცენტრის ყოფილი უფროსი ბადრი ვაშაკიძეს ამის გასარკვევად მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმაც მას ტელეფონი გამორთული აქვს. კომენატრს არც საგანმანათლებლო რესურცენტრის თანამშრომლები აკეთებენ.
რაც შეეხება, ახალ ხელმძღვანელს, მის ასარჩევად განათლების სამინისტრო კონკურსს გამოაცხადებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.