განათლება
საბავშვო ბაღებში მხოლოდ აღმზრდელ-პედაგოგის დიპლომის მქონე პირები დასაქმდებიან
FaceBook

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ საფუძველზე, „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი“ შეიმუშავა.

რომლის მიხედვით, 2024 წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმების მსურველს უმაღლესი განათლება მოეთხოვება.

2024 წლის 1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში დასაქმების მსურველი უნდა ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში, როგორიც არის ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია, ხელოვნების მიმართულება.  უნდა ჰქონდეს  აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები. ამის გარდა, უნდა ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი, ხოლო მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი კი, უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას.

რაც შეეხება მათ, ვინც უკვე დასაქმებულნი არიან საბავშვო ბაღებში, ამ ადამიანებს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგების გავლა მოუწევთ, რის შემდეგაც, შესაბამისს ქულებს დააგროვებენ და აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსაც მოიპოვებენ. ამისთვის კი,  ვადა მათ 2024 წლამდე აქვთ.

იმისთვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სტანდარტი ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებამ დააკმაყოფილოს მათ ვადა 2024 წლის 1 სექტემბრამდე აქვთ.

აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სტანდარტის დანერგვა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული იმ რეფორმის ნაწილია, რომელთა განხორციელებაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. რეფორმა ცვლილებებს, როგორც განათლების, ასევე, ინფრასტრუქტურის კუთხითაც გულისხმობს. 


ამავე თემაზე:


ცვლილებები და ახალი სტანდარტები – საბავშვო ბაღებში რეფორმა იწყება

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.