ვიდეო
„ჩვენი ხელოვნება ევროპული სტილისაა“ - ლევან ბიბილეიშვილი
FaceBook
"თეატრი უნდა იყოს თავისუფალი",- ამბობს რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი.

პატარა ქალაქების თეატრები მთლიანად სახელმწიფო ან მუნიციპალურ მხარდაჭერას საჭიროებს, ქუთაისში ვერ დამკვიდრდა დამოუკიდებელი თეატრები, რომლებიც კონიუნქტურიდან თავისუფალ იდეებს განახორციელებდნენ. დასავლური მოდელის თეატრი ასეთია - ის ახერხებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არსებობას, ამბობს ლევან ბიბილეიშვილი.

"ადრე თითქოს იყო საუბარი დასავლური მოდელის შემუშავებაზე, ანუ სახელმწიფოს მხარდაჭერით ბიზნესის და ხელოვნების კავშირზე. ბიზნესი რაღაც გადასახადებიდან თავისუფლდებოდა თუკი ხელოვნებას დაუდგებოდა გვერდით. მაგრამ ეს ინიციატივა შეაჩერეს".

რეჟისორს მიაჩნია, რომ დღეს შეიძლება ბიზნესი აფინანსებდეს რაიმე სახელოვნებო პროექტს, მაგრამ ეს მაინც არის პირადი ნაცნობობისა და ავტორიტეტის ხარჯზე.

"მყარი, კონკრეტული პროექტების სახით ქართული ბიზნესფონდები ნაკლებად მუშაობენ, სადაც ბევრი ადამიანი თავის ინიციატივას განახორციელებდა. ბიზნესი მოკავშირე უნდა იყოს სახელმწიფოსი და ორივე უნდა უწყობდეს ხელს ადამიანის ხელმისაწვდომობას კულტურაზე, მედიცინასა თუ სხვა სფეროზე. საიმისოდ, რომ ადამიანმა შეძლოს ცხოვრება, აზროვნება ისე, რომ მის ცხოვრებას რაღაც აზრი ჰქონდეს", - ამბობს ლევან ბიბილეიშვილი.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:12 / 18.12.2024
"მინდა რომ სოფელი გაძლიერდეს და ამაში ჩემი წვლილიც შევიტანო", - ამბობს მარიტა გოტიაშვილი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.
14:52 / 17.12.2024

"სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილ ხალხს წყალიც კი არ გვაქვს", - ამბობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნაში მცხოვრები 67 წლის ჯუმბერ ხერხაძე, რომლის თქმით, სოფლის მკვიდრებს სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.