პოლიტიკა
"ორი შვილი ობლად დარჩა" - 58 წლის მეშახტის სიცოცხლე შახტში დასრულდა
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილი კიდევ ერთი მეშახტე 58 წლის იოსებ ბადრი ქარქაშაძეა.

ის შახტში 12 წელი მუშაობდა მოპოვებით სამუშაოებზე.

ბადრი ქარქაშაძის სიცოცხლე 16 ივლისს მინდელის შახტში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. მას 2 შვილი დარჩა: .ბიჭი, რომელმაც სკოლა წელს დაამთავრა და გოგონა, მალე სასწავლებლად საზღვარგარეთ უნდა წასულიყო.

ოჯახში მხოლოდ ბადრი მუშაობდა.

გარდაცვლილის ოჯახში შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ჩვენთან კომენატრი არ გააკეთეს. დაღუპულის მეუღლის თქმით კი მათთან საუბარი დაკრძალვის ხარჯებზე იყო.

5 წელი მუშაობდა მინლდელის სახელობის შახტში დაღუპული ლაშა ფორჩხიძე. 
ადრე ის გამაგრებით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. თუმცა, ბოლო ერთი თვეა ხელფასის მომატების მიზნით, მოპოვებით სამუშაოებზე გადავიდა.

" 30 წლის ახალგაზრდას მხოლოდ ბებია-ბაბუა ჰყავს. დაოჯახებული არ ყოფილა. ძმა ჰყვს და ის ქუთაისში ცხოვრობს. ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მიუღია რამე სახის დაზიანება. ეს იყო პირველიც და უკანასკნელიც მისთვის. ამ მოპოვებით სამუშაოზე ხელფასის გამო გადავიდა. თუმცა ისე დაიღუპა, ჯერ აღებულიც არ ქონია ის ფული"- ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი. მისი თქმით, ლაშას ხელფასი მოპოვებით სამუშაოებზე გადასვლამდე 800 ლარს შეადგენდა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს,ოთხი მუშა დაიღუპა, ხოლო 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაყვანეს.

შახტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილია - ლაშა ფორჩხიძე, მიხეილ გამეზარდაშვილი, იოსებ ქარქაშაძე და მურმან ლილუაშვილი.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

დაშავებული 6 მუშიდან 1 ტყიბულის საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო 5 თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს.

დაშავებული მუშებიდან ყველაზე ახალგაზრდა, ჯიშიშვილი ნოდარი, 22 წლისა. ის 3 მუშასთან ერთად (30 წლის გიორგი აბულაძე, 36 წლის მიხეილ არაბიძე, 53 წლის დავით ბოჭორიშვილი) თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მეხუთე დაშავებული, 35 წლს სოფრომაძე მამუკა კი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს.

როგორც ტყიბულის საავადმყოფოში ამბობენ, მეექვსე დაშავებულს, 37 წლის გივი მიქიაშვილს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და ის მისი გასინჯვა ამბულატორიულად მოხდა.

დილით მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიება იგივე მუხლით დაიწყო შსს-მ 2018 წლის 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, როდესაც აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რა დროსაც ტყიბულში 13 ბავშვი დაობლდა. თუმცა გამოძიებით ჯერ არაფერი დადგენილა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში უკვე 16 ადამიანია დაღუპული.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.

საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.

შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018 წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება კანონის აღსრულების პრობლემა.


ამავე თემაზე:

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

6 მუშა, რომელიც ტყიბულის შახტში დაშავდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.