საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე, "Cracovia 2024", ქუთაისელმა
მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს.
ფესტივალზე, B ტურნირში, პირველი ადგილი ერთპიროვნულად დაისაკუთრა
ლაზარე ქვაჩაკიძემ, მომდევნო საპრიზო ადგილებზე კი გიორგი
ნემსიწვერიძე და ლილე სვანაძე გადანაწილდნენ.
სამივე მათგანი მაია ჩიბურდანიძის სახელობის ქუთაისის №16 საჭადრაკო
სკოლის მოსწავლეა. მათი მწვრთნელი ხათუნა გუბელაძეა.
რიგით 35-ე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "Cracovia 2024"
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები