ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს”, ახალი სეზონიდან, 3 წლის ვადით,
გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან.
"ტორპედოს" დირკ შუსტერი გაწვთნის, რომელიც 2016 წელს გერმანიის
წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, მისი ასისტენტი კი საშა
ფრანცი იქნება.
"დირკ შუსტერი გამოირჩევა მოკრძალებული ბიუჯეტის გუნდებში
მუშაობისას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევით. “დარმშტადტს” იგი
მესამე ბუნდესლიგაში ჩაუდგა სათავეში და ორ სეზონში ბუნდესლიგაში
გადაიყვანა, ხოლო შემდგომ სეზონში ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაც
მოახერხა. გარდა ამისა ის წარმატებით თანამშრომლობდა “აუგსბურგთან”,
“ერცგებირგესა” და ბოლოს 2022-2024 წლებში “კაიზერსლაუტერნთან”. ეს
უკანასკნელიც მან მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ზედიზედ ორ
სეზონში ათეულში ადგილი შეანარჩუნებინა.
მან პირველ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ ნდობას, რაც მასსა და გუნდის
მენეჯმენტს შორის პირველივე შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო
გადამწყვეტი როლი იქონია პროექტის მასშტაბმა და იმ შესაძლებლობებმა,
რაც “ტორპედოს” საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას უკავშირდება. მისი
ასისტენტი საშა ფრანცი იქნება, რომელთანაც მას თანამშრომლობის 12 წელი
აკავშირებს. გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გუნდი
მარბელაში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს",- აღნიშნულია
კლუბის განცხადებაში.
"ტორპედოს" მწვრთნელი აქამდე სტივ კინი იყო, რომელმაც აღნიშნული პოსტი
2024 წლის ბოლოს დატოვა. ამჟამად ის კლუბის
სპორტული დირექტორია.
მასალის გამოყენების პირობები