„ტორპედო“ სტივ კინმა დატოვა - კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება
FaceBook
ქუთაისის „ტორპედო“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა დატოვა.
ამის შესახებ „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა, დავით დოლაბერიძემ "პირველ არხთან" ისაუბრა და მის შემცვლელად შესაძლო კანდიდატები დაასახელა.

„გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. სტივ კინი გუნდიდან წავიდა, მის ადგილზე რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, უცხოელსაც და ქართველსაც, მაგრამ ვინ დაინიშნება, ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული. რამდენიმე მაღალი დონის კანდიდატი გვყავს შერჩეული და იმედია, მოლაპარაკებას მალე დავასრულებთ",- განაცხადა დავით დოლაბერიძემ.

მისივე თქმით, კანდიდატთა შორის არის დირკ შუსტერი, რომელიც „კაიზერსლატერნს“, „აუგსბურგსა“ და „დარმშტადტს“ წვრთნიდა.

"ასევე, განიხილებიან ინგლისის ჩემპიონშიფის თვის საუკეთესო მწვრთნელად რამდენჯერმე დასახელებული სლავიშა იოკანოვიჩი, რომელსაც უმუშავია „ფულემში“, „უოტფორდსა“ და „შეფილდში“, სერბი სრდან ბლაგოიევიჩი – სერბეთის, ყაზახეთისა და უნგრული კლუბების ყოფილი მწვრთნელი, პორტუგალიელი რიკარდო ფორმოსინიო, რომელიც „ჩელსიში“ და „ტოტენჰემში“ ჟოზე მოურინიოს ეხმარებოდა, ახლა კი მასთან ერთად „ფენერბაჰჩეში“ მუშაობს“,- განაცხადა დავით დოლაბერიძემ.

სტივ კინი "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოზიციას 2023 წლის მაისიდან იკავებდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი ელენე ბობოხიძე შოტოკან კარატე-დოს მერვე საერთაშორისო
ტურნირის საუკეთესო სპორტსმენად დასახალდა.
12:08 / 18.11.2024
ქუთაისელი ელენე ბობოხიძე შოტოკან კარატე-დოს მერვე საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო სპორტსმენად დასახალდა.
ქუთაისელი სპორტსმენი, ალექსანდრე გურაბანიძე ტაეკვონდოში ევროპის
ჩემპიონი გახდა.
10:25 / 16.11.2024
ქუთაისელი სპორტსმენი, ალექსანდრე გურაბანიძე ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონი გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.