ქუთაისის საკალათბურთო კლუბმა, ფიბა-ევროპის თასზე,
ბულგარულ გუნდთან „ბალკანი“ გამარჯვება მოიპოვა.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ბულგარელები, მათსავე მოედანზე,
86:78 დაამარცხა და ისტორიაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა
ევროსარბიელზე.
საქართველოს სკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონი „ქუთაისი“
ევროტურნირებზე პირველად ასპარეზობს.
„ქუთაისს“ სამი ტურის შემდეგ ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე
ადგილზეა.
მომდევნო მატჩს ქუთათურები, 30 ოქტომბერს, თბილისში, სლოვაკურ
„პრევიძასთან“ გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები