2024-25 წლების სეზონის სუპერთასი "ქუთაისი 2010-მა" მოიგო
FaceBook
ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი “ქუთაისი 2010”-მა მოიგო.

კოტე ტუღუშისა და კახაბერ დარახველიძის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა სუპერსათასო მატჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს, ანგარიშით 86:68, მოუგო.

სუპერთასი პირველი ოფიციალური ტიტულია, რომელიც სეზონის დასაწყისში თამაშდება. აღნიშნული ტიტული ქუთაისის საკალათბურთო კლუბმა, არსებობის ისტორიაში, უკვე მესამედ მოიგო.

ქუთაისელებმა სუპერთასი, პირველად, 2014 წელს მოიგეს, შემდეგ 2021-ში და რიგით მესამე ტიტულს, გუშინ, თბილისი არენაზე დაეპატრონენ.

"ქუთაისი 2010" ფიბა ევროპის თასზეც ასპარეზობს და პირველი მატჩი 9 ოქტომბერს, სლოვაკეთში ელის. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი ელენე ბობოხიძე შოტოკან კარატე-დოს მერვე საერთაშორისო
ტურნირის საუკეთესო სპორტსმენად დასახალდა.
12:08 / 18.11.2024
ქუთაისელი ელენე ბობოხიძე შოტოკან კარატე-დოს მერვე საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო სპორტსმენად დასახალდა.
ქუთაისელი სპორტსმენი, ალექსანდრე გურაბანიძე ტაეკვონდოში ევროპის
ჩემპიონი გახდა.
10:25 / 16.11.2024
ქუთაისელი სპორტსმენი, ალექსანდრე გურაბანიძე ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონი გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.