საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად
ავსტრიაში გაემგზავრა.
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის
ქალაქ გეინბერგში მოემზადება, 9 ივნისს კი გუნდი პოდგორიცაში
მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ
ეტაპზე სამ შეხვედრას ჩაატარებს.
18 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი თურქეთს დორტმუნდში შეხვდება, 22
ივნისს ჩეხეთს – ჰამბურგში, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას –
გელზენკირხენში.
მასალის გამოყენების პირობები