საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის გამარჯვებული „ქუთაისი 2010”
გახდა.
ფინალური სერიის გადამწყვეტ, მეოთხე შეხვედრაში, კოტე ტუღუშის
გაწვრთნილმა იმერულმა გუნდმა „კავკასიას“ 90:82 მოუგო, საერთო
ანგარიში 3:1 გახადა და ქვეყნის ჩემპიონი მესამედ გახდა.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში 29 ქულით ყველაზე შედეგიანი
დეტრეკ ბრაუნინგი იყო, რომელიც ფინალური სერიის საუკეთესო
კალათბურთელადაც დაასახელეს, საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული
პრიზი კი კოტე ტუღუშმა მიიღო.
აქამდე ქუთაისის საკალათბურთო კლუბს სუპერლიგა 2016 და 2022 წელს
ჰქონდა მოგებული (კოტე ტუღუშის წინამძღოლობით).
მასალის გამოყენების პირობები