საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი, 26 მარტს, „დინამო
არენაზე“ გაიმართება.
ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ კი ქუთაისში, თეთრ ხიდთან, ღია ჩვენება
მოეწყობა.
"საგულშემატკივროდ თეთრ ხიდთან ვიკრიბებით - საქართველო უკრავს ერთ
ტაშს, საქართველო ფორმაშია",- აღნიშნულია
ღონისძიების აღწერაში.
საბერძნეთის ნაკრები თბილისში უკვე ჩამოფრინდა. ბერძნები საქართველოს
ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში 26 მარტს
შეხვდებიან.
თამაში 21:00 საათზე დაიწყება. მატჩს ცნობილი პოლონელი არბიტრი შიმონ
მარცინიაკი განსჯის.
მასალის გამოყენების პირობები