ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ძალოსნობაში, ევროპის ჩემპიონატის
გახსნის ცერემონიაზე, 2023 წლის ევროპის საუკეთესო ძალოსნად ლაშა
ტალახაძე დასახელდა.
ორგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი,
კონტინენტის საუკეთესო ძალოსნად ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა და
სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა
დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენი ევროპის საუკეთესო ძალოსნად
2021 წელს და 2022 წელსაც დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები