მარიამ მურღვლიანი მექსიკაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის
გამარჯვებული გახდა.
მან ჩემპიონატზე (U20) 87
კგ. კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს სამი მედალი მოიპოვა.
მურღვლიანმა ატაცში თავი 95 / 99 /102 კილოგრამს გაართვა, ოქროს
მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.
ამასთან, აკვრაში 120 / 123 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედალი
დაისაკუთრა. ორჭიდში მოგროვილი 225 კილოგრამით კი ოქროს მესამე
მედლის მფლობელი გახდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
მარიამ მურღვლიანი ხონის მუნიციპალიტეტიდანაა.
მასალის გამოყენების პირობები