საკალათბურთო კლუბმა „ქუთაისი 2010“-მა დუდუ დადიანის სახელობის
მემორიალი მესამედ მოიგო.
კლუბმა, მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის ხელმძღვანელობით, ზესტაფონის
„მარგვეთი“ ანგარიშით 94:89 დაამარცხა.
„მინდა, ეს გამარჯვება ჩვენს გუნდს, ყველა გულშემატკივარს, მთელს
ქალაქს მივულოცო. ვფიქრობ, ღირსეულად და დამსახურებულად მოვიგეთ.
კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა მთელი გუნდის თავდადებას და ერთობას,
რაც ძალიან მახარებს. სწორედ ამ თვისებებით მოვიგეთ. ეს განწყობა
აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რადგან წინ ხანგრძლივი, რთული სეზონი
გველოდება“, - განაცხადა კოტე ტუღუშმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტურინირის საუკეთესო მოთამაშედ აკაკი დვალიშვილი
დასახელდა, რომელსაც მატჩის დასრულების შემდეგ MVP-ის ტიტული
გადაეცა.
„ქუთაისი 2010“-ს დადიანის მემორიალი აქამდე 2011 და 2020 წლებში
ჰქონდა მოგებული.
მასალის გამოყენების პირობები