ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ორი ფეხბურთელი რაჰმატ აკბარი და
ომრან ჰაიდარი ავღანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ავღანელები, 12
და 17 ოქტომბერს, მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
რაჰმატ აკბარი ავღანეთშია დაბადებული, მაგრამ, ამავე დროს, ავსტრალიის
მოქალაქეა. 23 წლის ნახევარმცველს უთამაშია ამ ქვეყნის 17-წლამდელთა
ნაკრებშიც. ავღანეთის ეროვნულ გუნდში 2023 წლიდან იწვევენ და მისი
ფორმით ერთი მატჩი უკვე ჩაატარა.
25 წლის ომრან ჰაიდარი კი ნიდერლანდებში დაიბადა. ის „როდას“
ახალგაზრდულ გუნდში იზრდებოდა. 2017 წლის ივლისში „ემენში“ გადავიდა,
ხოლო 2018 წლის 1 ივლისს – „დორდრეხტში“. ომრან ჰაიდარი ავღანეთის
ნაკრებში 2018 წელს მიიწვიეს და 19 აგვისტოს სადებიუტო შეხვედრა
პალესტინის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში (0:0) ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები