საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, დღეს, ევროპის ჩემპიონატის
საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს, ქუთაისში, გიბრალტართან მატჩით
გახსნის.
თამაში, შენგელია არენაზე, 20:00 საათზე, დაიწყება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე -
tkt.ge, ასევე, შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში.
მეორე ტურის მატჩი კი 12 სექტემბერს, კიშინიოვში გაიმართება, სადაც
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება.
შესარჩევი ციკლის პირველი და მეორე ტურებისთვის მზადება 21-წლამდე
ნაკრებმა 2 სექტემბერს დაიწყო.
აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ
23 ფეხბურთელი
გამოიძახა.
მასალის გამოყენების პირობები