ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში „თელავს“
უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.
მატჩის მსვლელობისას, პირველად „თელავი“ დააწინაურა. ქუთაისის
გუნდიდან კი პირველი გოლი, 43-ე წუთზე, გიორგი არაბიძემ გაიტანა.
მეორე ტაიმში „ტორპედო", 67-ე წუთზე, ლაშა შერგელაშვილის საჯარიმო
გოლით დაწინაურდა.
24 ტურის შემდეგ, ქუთაისის საფეხბუთო კლუბმა 37 ქულა დააგროვა, მე-6
ადგილზე დარჩა და ეროვნული ლიგის ლიდერთა ხუთეულთან ჩამორჩენა
შეამცირა.
მასალის გამოყენების პირობები