ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე
ყაზახურ „აქტობეს“ „შენგელია არენაზე“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბიდან გოლი, მეორე ტაიმში, 89-ე წუთზე, გიორგი
არაბიძემ გაიტანა.
თამაშის შემდეგ "ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა კომენტარი
გააკეთა. განმარტა, რომ მათი სათამაშო სტრატეგია აგრესიულ თამაშს და
მეტოქის აქტიურ პრესინგს გულისხმობდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.
"
საკმარისი მოძრაობა და ტემპი არ გვქონდა. მეორე ტაიმში უფრო
სწრაფად ავთამაშდით და პირველ 20 წუთში ბევრი მომენტი შევქმენით,
თუმცა მათი უმრავლესობა ვერ გამოვიყენეთ. მერე შეცდომა დავუშვით და
დავისაჯეთ. ასეთი წაგების გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ.
ჩვენი მიზანია, ყაზახეთში ძალიან დიდი ძალებით შევუტიოთ და სწრაფი
გოლის გატანას პირველივე წუთებიდან შევეცადოთ. ამ ორმატჩიანი
შეხვედრის ბედის შემოსატრიალებლად სხვა გზა არ დაგვრჩენია“,
– განაცხადა სტივ კინმა.
ქუთაისის „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს
აქტობეში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები