წყალტუბოელი ძალოსანი მარიამ მაისურაძე ევროპის ჩემპიონია.
მან ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე,
ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.
წყალტუბოელმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას
ხელმძღვანელობით ატაცში 68 / 72 / 74 კგ. დაძლია და გამარჯვებაც
მოიპოვა.
ამასთან, მარიამმა ატაცში საქართველოს რეკორდი, რომელიც მასვე
ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა.
მასალის გამოყენების პირობები