საქართველოს დრიფტის სერიების მე-3 ეტაპი 16 ივლისს, 14:30 საათიდან,
ქუთაისში გაიმართება.
ორგანიზატორების განმარტებით, ქუთაისის რკინიგზის
სადგურზე (ბალახვანში) მისულებს დაუვიწყარი სანახაობა ელოდებათ.
ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები, Leader-Bet Racing Season 2023-ის
ფარგლებში, საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები ფულადი პრიზებით: 2000,
1000 და 500 ლარით დაჯილდოვდებიან.
მსურველთათვის ონლაინ
რეგისტრაცია 11 ივლისამდეა შესაძლებელი.
დაწყებულია ტრიბუნის
ბილეთების გაყიდვაც (40 ლარი).
საქართველოს დრიფტის სერიები 2 აპრილს გაიხსნა. ღონისძიებები უკვე
გაიმართა რუსთავსა და ფოთში.
მასალის გამოყენების პირობები