ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონი
გახდა.
მსოფლიოს N1-მა ხმლით მოფარიკავემ, პოლონეთში მიმდინარე III ევროპულ
თამაშებზე, საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
მან ფინალში მასპინძელთა წარმომადგენელი კრშიშტოფ კაჩკოვსკი ანგარიშით
15-13 დაამარცხა.
FIE-ს რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე, გასული სეზონიდან მოყოლებული,
ზედიზედ მეცამეტე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის
ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო
სამეულშია.
მასალის გამოყენების პირობები