ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატზე, კიკბოქსინგში, ქუთაისის გუნდიდან
ხუთმა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა - მათგან ორმა ოქროს, ორმა კი
ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონები მათე თაბუკაშვილი (13-14 წ.) და გიგა სოფრომაძე
(15-16 წ.) გახდნენ. მეორე ადგილზე კი მიშიკო გოცაძე (15-16წ.) და
დავით ღამბაშიძე (13-14წ.) გავიდნენ.
ოთხივე სპორტსმენს ახალგაზრდა მწვრთნელი ალექსი თაბუკაშვილი
წვრთნის.
კიკბოქსინგში K1 წესებით ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატი ლატვიაში
ჩატარდა.
ქუთაისელი კიკბოქსიორები მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოს
ჩემპიონატზეც მიიღებენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები