ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში
გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების ოქროსმედალოსანია.
მან ფინალურ შეხვედრაში იტალიელი რიკარდო ნუჩო (15:6) დაამარცხა.
მსოფლიოს N1 ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, ტრადიცია არ დაარღვია,
ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და ზედიზედ მეთერთმეტედ
პრესტიჟული ტურნირი კვარცხლბეკზე დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები