საქართველოს ჩემპიონები ჭადრაკში ქუთაისიდან ბარბარე აშოთია და
ანასტასია კირთაძე გახდნენ.
საქართველოს რიგით 32-ე პირველობის უმაღლესი ლიგა ასაკობრივ
კატეგორიებში თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობდა.
ბარბარემ, 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, ბრწყინვალე შედეგით
(რვიდან რვა გამარჯვება), საქართველოს ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით
ადრე მოიპოვა (მწვრთნელი დავით მაღალაშვილი). ამავე ასაკობრივ
კატეგორიაში, მეორე და მესამე ადგილები ანასტასია ქუთათელაძემ და
ანასტასია ჭიჭინაძემ გაინაწილეს. 12 წლამდე ბიჭებში კი მესამე ადგილი
ასევე ქუთაისელმა გაბრიელ გაბადაძემ დაიკავა.
ანასტასია კირთაძე კი საქართველოს ჩემპიონი 16 წლამდე ასაკის გოგონათა
შორის გახდა (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე). ამავე ასაკობრივ კატეგორიაში,
მესამე ადგილზე მართა გოთიაშვილი გავიდა.
ჩემპიონატი, 3 ასაკობრივ კატეგორიაში, 6 ტურნირად ჩატარდა როგორც
გოგონათა, ასევე ჭაბუკთა შორის. ასპარეზობაზე საქართველოს ყველა
რეგიონის წარმომადგენელი ასპარეზობდა.
შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, ხოლო მონაწილეთა
საერთო რაოდენობა 177 გახლდათ.
I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის
საგზურით (შესაბამის ასაკებში) დაჯილდოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები