ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თანამდებობა
დატოვა.
საფეხბურთო კლუბის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება
ჩხეტიანისა და „ტორპედოს“ მენეჯმენტის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
მოხდა.
ჩხეტიანი "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი სამჯერ იყო. იგი კლუბში 2016
წლის სექტემბერში დაინიშნა, 2017 წელს გუნდმა, მისი ხელმძღვანელობით,
ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი "ტორპედომ"
საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. კახა ჩხეტიანის
მწვრთნელობის პირობებში "ტორპედომ" პირველად ითამაშა ევროპა ლიგის
პლეი-ოფში.
ამის შემდეგ კახა ჩხეტიანმა, ფინანსური კრიზისის დროს, კლუბი დატოვა
და "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა, თუმცა,
2021 წელს იგი კლუბიდან გაუშვეს.
ჩხეტიანმა "ტორპედო" მესამედ 2022 წლის მაისში ჩაიბარა. წარმატებული
სამწვრთნელო კარიერის გამო, მის დაბრუნებას ქუთაისელი გულშემატკივარი
დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.
ვინ გაწვრთნის ამ ეტაპზე ქუთაისის საფეხბურთო კლუბს, ჯერ უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები