საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი შაშიაშვილი
დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
შესაბამისი განცხადებით მან კლუბის ხელმძღვანელობას უკვე მიმართა.
ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„კლუბი განიხილავს მის ამ გადაწყვეტილებას. პარალელურად, მენეჯმენტი
და დამფუძნებელი კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ უცხოელ
მწვრთნელებთან, რათა უმოკლეს დროში შეირჩეს მთავარი მწვრთნელი“,-
აღნიშნულია „სამტრედიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჟამად, გუნდი საწვრთნელ პროცესს ასისტენტი მწვრთნელების
ხელმძღვანელობით განაგრძობს და “სამგურალთან” მატჩისთვის
ემზადება.
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „სამტერდიამ“ საკუთარ მოედანზე „გაგრას“
უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ლიგაში გამართული რვა ტურის შემდეგ გუნდი ოთხი ქულით ბოლო, მე-10
ადგილზეა.
მასალის გამოყენების პირობები