ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 81 კგ.
წონით კატეგორიაში, მარიამ მურღვლიანმა წარმატებით იასპარეზა.
მან ატაცში 95/99/102 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. იმავე
სინჯის მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 116/121/127 კილოგრამითაც,
ხოლო ორჭიდში მოპოვებული 229 კილოგრამით მესამე ვერცხლისა და
ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.
გარდა ამისა, მარიამმა ატაცში საქართველოს სარეკორდო ზღვარი 22,
აკვრაში 27, ხოლო ორჭიდში 49 კილოგრამით გააუმჯობესა.
მასალის გამოყენების პირობები