11 წლის ბარბარე აშოთია ჭადრაკში იმერეთის ჩემპიონი გახდა.
მან 12 და 14 წლამდე გოგონათა ტურნირში ერთდროულად მიიღო მონაწილეობა
და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა.
იმერეთის ჩემპიონატი ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 წლამდე ასაკის
გოგონათა და ჭაბუკთა შორის ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში
მიმდინარეობს. ჩემპიონატი 3 მარტს გაიხსნა და 12 მარტს
დასრულდება.
პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით
დაჯილდოვდებიან. ასევე, მათ რეკომენდაცია გაეწევათ 2023 წლის
საქართველოს ჩემპიონატზე (შესაბამისს ასაკებში) დასაფინანსებლად.
ქუთაისელი ბარბარე აშოთია ასაკობრივ ჩემპიონატებში 9-გზის იმერეთის
ჩემპიონია.
ბარბარე ი.კაკუშაძის სკოლის "მომავალი ჩემპიონები"მოსწავლეა. მისი
მწვრთენელი დიდოსტატი დავით მაღალაშვილი და ნორვეგიის ახალგაზრდული
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია კაკუშაძეა.
მასალის გამოყენების პირობები