ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ წელს კონფერენს ლიგაზე
ითამაშებს.
როგორც „ტორპედოს“ პრეზიდენტი და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორი
დავით კერესელიძე GOAL.GE-თან ინტერვიუში აცხადებს, გუნდმა
ევროტურნირისთვის მზადება უკვე დაიწყო.
მისი თქმით, კლუბმა რამდენიმე ახალი უცხოელი ფეხბურთელი დაიმატა,
თუმცა კერესელიძე იმედოვნებს, რომ მალე „ტორპედოს“ ასაკობრივი
გუნდებიდან მოსული ფეხბურთელებიც მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.
„ტორპედოს“ წელს განსხვავებული, ევროტურნირზე ღირსეულ გამოსვლასთან
დაკავშირებული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. კონფერენს ლიგაზე
წარმატებისთვის არაერთი ჩვენზე დამოკიდებული და ნაწილობრივ ჩვენგან
დამოუკიდებელი ფაქტორის (საკვანძო ფეხბურთელების ტრამვები, წილისყრა
და ა.შ.) თანხვედრა იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენი ამოცანაც სწორედ
ჩვენი გავლენის ქვეშ არსებული ფაქტორების სწორად წარმართვაა. ამ
თვალსაზრისით პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი გუნდის ახალი ფეხბურთელებით
გაძლიერება იყო. ბევრი ფეხბურთელი შეკრებაზე სინჯზე იმყოფებოდა,
ნაწილი გუნდში ჩაირიცხა, ზოგი კი სხვა გუნდებს შევთავაზეთ. წელს 5-6
ლეგიონერი, თუმცა, სამწუხაროდ, ნაკლები ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილი
ფეხბურთელი გვეყოლება. ამ თვალსაზრისით ამ წელს გარდამავალ პერიოდად
ვუყურებთ. იმედია, ძალიან მალე „ტორპედოს“ ასაკობრივი გუნდებიდან
მოსული ფეხბურთელები გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.
ჩვენ გვსურს, კლუბის განვითარებას ხელი შევუწყოთ და ტალატებს ვეძებდეთ
ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. იდეალურ შემთხვევაში, ბედნიერი ვიქნები,
თუ გუნდს „ტორპედოს“ აღზრდილი ფეხბურთელებით დავაკომპლექტებთ და
გპირდებით, ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. ხოლო ამ ეტაპზე, სანამ ბავშვთა
ფეხბურთის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე ვმუშაობთ, იძულებულები
ვართ, ტალანტები უცხო ქვეყნიდან ჩამოვიყვანოთ. მსურს "ტორპედოთი" არა
მხოლოდ ქუთაისელმა ხალხმა, არამედ მთელმა საქართველომ იამაყოს“,-
განმარტა მან.
დავით კერესელიძე დარწმუნებულია, რომ „ტორპედო“ მომდევნო 5 წლის
განმავლობაში რამდენჯერმე გახდება საქართველოს ჩემპიონი.
მასალის გამოყენების პირობები