ლილე სვანაძემ, 7 წლამდე ასაკის გოგონათა ჩემპიონატზე, საქართველოს
ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
ლილეს აქტივში 8-დან 8 გამარჯვებაა.
პატარა მოჭადრაკე ქუთაისის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია. მისი
მწვრთნელი ხათუნა გუბელაძეა.
თანატოლებს შორის მეთოთხმეტედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული
ანასტასია კირთაძემაც.
ქუთაისელი ჩემპიონი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, შვიდ
შეხვედრაში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთ პარტიაში დაუზავდა მეტოქეს.
მისი მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძეა.
მასალის გამოყენების პირობები