ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ წელს კონფერენს ლიგაზე
ითამაშებს.
ამის შესახებ გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გიორგი
არაბიძემ "ტორპედოს" თურქულ შეკრებაზე ისაუბრა.
არაბიძე იმედოვნებს, რომ კლუბი ახალ სეზონში დასახულ მიზნებს
წარმატებით განახორციელებს.
„შეკრება კარგად მიდის, გეგმას მივყვებით. გუნდში ძალიან კარგი
განწყობაა. ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია. ვემზადებით ახალი
სეზონისთვის, გვაქვს უფრო დიდი ამბიციები, ვიდრე გასულ სეზონში.
ქუთაისის „ტორპედო“ წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, რომელსაც ცოტა
სხვა დატვირთვა აქვს. ევროტურნირია და ყველა მოტივირებულები
ვიქნებით“, - ამბობს ფეხბურთელი.
„ტორპედომ“ ახალი საფეხბურთო
სეზონისთვის მზადება დაიწყო. კლუბი საწვრთნელ
პროცესს ჯერ თბილისში გადიოდა, 14 იანვრიდან კი თურქეთში
გაემგზავრა.
ამჯერად, ქუთაისელებმა ერთთვიანი შეკრება სიდეში დაგეგმეს, რომლის
ფარგლებშიც 8 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ, საქართველოში კი 16
თებერვალს დაბრუნდებიან.
მასალის გამოყენების პირობები