ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას დღეიდან, 23
იანვრიდან, გიორგი ტუღუში ჩაიბარებს, მისი ასისტენტი კი არჩილ
ჩხაბერიძე იქნება.
ტუღუში ამ თანამდებობაზე მასიმილიანო ფერარის ჩაანაცვლებს, რომელიც
2022 წლის სეზონში „ტორპედოში“ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას
კურირებდა.
„საფეხბურთო კლუბი „ქუთაისის ტორპედო“ მასიმილიანო ფერარის და მის
თანაშემწეს, ირაკლი ბასილაძეს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსათვის
და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნულია
კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „ტორპედოში“ აცხადებენ, გიორგი ტუღუში პროლიცენზიის მქონე
სპეციალისტია. ის მწვრთნელთა განათლების კურსების ტუტორი გახლავთ,
სადაც საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას ქართველ მწვრთნელებს
უზიარებს.
გიორგი წარსულში თბილისის „დინამოს“ აკადემიას ხელმძღვანელობდა და
ბავშვთა ფეხბურთში არაერთი წელი აქვს გატარებული.
მასალის გამოყენების პირობები