2023 წლის პირველ ტურნირს ძიუდოში პორტუგალია უმასპინძლებს.
ტურნირზე, რომელიც 27-29 იანვარს გაიმართება, ექვსი ქართველი
ძიუდოისტი იასპარეზებს. მათ შორის, არის ტყიბულელი ფალავანი ილია
სულამანიძე, მასტერის ტიტულისა და მხოფლიო რეიტინგის N1 ადგილის
მფლობელი.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიის გრან-პრიზე
ასე გამოიყურება:
60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი;
73 კგ: გიორგი ჩიხელიძე;
100 კგ: ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი;
+100 კგ: საბა ინანეიშვილი
მასალის გამოყენების პირობები