ლაშა ტალახაძე, ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მსოფლიოს
ჩემპიონი გახდა.
მან ატაცში 208/215 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე
უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა ის აკვრაში დაძლეული 245/251
კილოგრამითაც. ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც მსოფლიოს
უძლიერესი ძალოსანი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს. რთული ჩემპიონატი
იყო, მაგრამ მაინც შევძელი და მოვიპოვე სამი ოქროს მედალი.
შევინარჩუნე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ
ასპარეზობის დასრულების შემდეგ.
ქართველმა ძალოსანმა აღნიშნული ტიტული მეექვსედ მოიგო.
ავტორი: ქეთი გელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები