2023 წელს ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საქართველო და
რუმინეთი ერთად უმასპინძლებს.
ბუქარესტში, ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური
ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები "ა" ჯგუფში მოხვდა,
ჩვენი ნაკრები შემდგომი ეტაპის საგზურისთვის პორტუგალიის,
ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდებს დაუპირისპირდება.
კონტინენტის პირველობის მატჩები საქართველოს 3 ქალაქში - ქუთაისში,
თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ც" ჯგუფის მატჩებს
გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთისა და ისრაელის 21 წლამდე ფეხბურთელები
გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები