ქუთაისელმა შოთა მიშველიძემ
საქართველოს ნაკრებს სამივე სინჯის – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს
მედალი შესძინა.
ძალოსანმა ატაცში 135/139/142კგ.
დაძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა. მან აკვრაში, 165 კილოგრამის
ძლევით, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის
ჯამში მოგროვილი 307 კილოგრამით კი ვერცხლის მედალს
დაესაკუთრა.
,,ძალოსანმა 61კგ წონითი
კატეგორია შეიცვალა და 67 კილოგრამში ეს მისი პირველი
ასპარეზობაა'',- აცხადებენ საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ
ფედერაციაში.
შოთა მიშველიძემ ატაცის ოქროს
მედალთან ერთად საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა,
რომელიც შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ
დაამყარა.
მასალის გამოყენების პირობები