საჩხერელი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში კი
255 კილოგრამი ასწია. ორჭიდში ლაშამ 478-კილოგრამიანი შედეგი
დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი ატაცში და აკვრაშიც მოხსნა. მან
265კგ ასწია.
ამ დრომდე მას 264კგ ჰქონდა აწეული, რაც მისივე მსოფლიო
რეკორდია.
მეორე ადგილზე ირანელი ალი დავუდია (200+241), მესამეზე კი სირიელი
მან ასაადი (190+234).
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით, 11 სახეობაში
ასპარეზობს. ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს
დასრულდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ
მილიონ ლარს მიიღებს.
ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის
და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედალი 21 წლის ძიუდოისტმა,
ლაშა ბექაურმა
მოიპოვა. ხოლო მეორე ოქრო ლაშა ტალახაძეს ეკუთნის.
მასალის გამოყენების პირობები