"ტორპედო" 13-მა ფეხბურთელმა დატოვა
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი  ,,ტორპედო" 13-მა  ფეხბურთელმა დატოვა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დემეტრე ბულისკერიას, ლაშა კასრაძეს, ვანია მარკოვიჩს, ზაზა ციცქიშვილს, ივან ბობკოს, ვიტალი პონომარს, გიორგი ჯანელიძეს, გიორგი ივანიშვილს, ბექა ტუღუშს, თორნიკე გრიგალაშვილს, გურამ ადამაძეს, ანდრო გიორგაძეს, ოთარ კობახიძეს , ხელშეკრულება დაუმთავრდათ და მალე ახალ ფეხბუთელებს წარადგენენ.

"კლუბი ახალ ფეხბურთელებთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, აქედან გამომდინარე სულ მალე ახალწვეულებს წარვადგენთ",
- აცხადებენ ,,ტორეპდოს" პრესსამსახურში.

ახალწვეულებს შორის ქართველ ფეხბურთელებთან ერთად შესაძლოა, უცხოლებიც იყვნენ. კლუბში ამბობენ, რომ დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც მოლაპარაკებები დასრულდება.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. "ტორპედომ" ბოლო სამი წლის მანძილზე დაგროვილი დავალიანება სპორტსმენებს და ტექნიკურ პერსონალს დაურიცხა. დავალიანებების დასაფარავად თანხა კლუბმა ,,ფეხბურთის განვითარების ფონდიდან" მიიღო.

ქუთაისის ,,ტოპედოში" სამი წელია ფინანსური პრობლემებია. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო 2019 წელს დატოვა. დაგროვილი დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა.

ფინანსური კრიზისის გამო კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე რამდენჯერმე აღმოჩნდა. გუნდიდან წავიდნენ წამყვანი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი. გულშემატკვირებმა საფეხბურთო კლუბში შექმნილი ვითარება არაერთხელ გააპროტესტეს.

2020 წლის დასაწყისში ქუთაისის ,,ტორპედოთი" იტალიელი ინვესტორები დაინტერსდნენ. მათი წარმომადგებელი ფაბიო მანინო ქუთაისში იმყოფებოდა, თუმცა ის იტალილემა ინვესტორებმა გასული წლის დეკემბერში სხვა წარმომადგენლით, მარსიო მალავემტურათი ჩაანაცვლეს.

"ტორპედო" ოფიციალურად კვლავ ინვესტორის გარეშეა დარჩენილი, თუმცა მერიაში ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულება გადასაფორმებლად მზადდება.

რა პირობებით და როდის მოხდება ,,ტორპედოს" ახალი მფლობელისთვის გუნდის ოფიციალურად გადაცემა ჯერჯერობით ისევ უცნობია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.