,,ტორპედომ" ფინანსური დავალიანება სრულად დაფარა
FaceBook
საფეხბურთი კლუბის "ტორპედოს" ქუთაისმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა.

საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფეხბურთელების, ტენიკური პერსონალის მიმართ არსებული დავალიანებების დასაფარავად თანხა კლუბმა ,,ფეხბრთის განვითარების ფონდიდან" მიიღო.

"ეს თანხა 900 ათას ლარამდე იყო. მნიშვნელოვანი იყო ამ დავალიანების დაფარვა გუნდისთვის. პირველად სამი წლის განმავლობაში, გუნდი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე დაიწყებს. დავალიანების დასაფარავად თანის მიღებაში გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობიდან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაეხმარნენ",-
განაცხადა ,,ტორპედოს" მედიაოფიცერმა თორნიკე ღვინიანიძემ. 

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბი მოლაპარაკლებებს ქართველ და უცხოელ ფეხბურთელებთან აწარმოებს და ,,ტორპედოს" ახალი წევრები შეემატებიან.

,,გვეყოლებიან ახალი ფეხბურთელები. რამდენიმე მათგანთან, ქართველებთან და უცხოლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამჯერად რადგან პროცესი არ დასრულებულა ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ",- ამბობს ღვინიანიძე.

ქუთაისის ,,ტოპედოში" სამი წელია ფინანსური პრობლემებია. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო 2019 წელს დატოვა. დაგროვილი დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა.

ფინანსური კრიზისის გამო კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე რამდენჯერმე აღმოჩნდა. გუნდიდან წავიდნენ წამყვანი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი. გულშემატკვირებმა საფეხბურთო კლუბში შექმნილი ვითარება არაერთხელ გააპროტესტეს.

2020 წლის დასაწყისში ქუთაისის ,,ტორპედოთი" იტალიელი ინვესტორები დაინტერსდნენ. მათი წარმომადგებელი ფაბიო მანინო ქუთაისში იმყოფებოდა, თუმცა ის იტალილემა ინვესტორებმა გასული წლის დეკემბერში სხვა წარმომადგენლით, მარსიო მალავემტურათი ჩაანაცვლეს.

,,ტორპედო" ოფიციალურად კვლავ ინვესტორის გარეშეა დარჩენილი, თუმცა მერიაში ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულება გადასაფორმებლად მზადდება.

რა პირობებით და როდის მოხდება ,,ტორპედოს" ახალი მფლობელისთვის გუნდის ოფიციალურად გადაცემა ჯერჯერობით ისევ უცნობია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.