ზესტაფონელი ტატო სამხარაძე
მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მსოფლიოს ახალგაზრდულ ლიგაზე კარატეში, საქართველოს ნაკრების წევრმა
გამარჯვება კვიპროსში ჩატარებულ ტურნირზე მოიპოვა.
მსოფლიო ტურნირზე 100 - ზე მეტი ქვეყნის 420 კლუბი მონაწილეობდა.
,,საქართველოს ნაკრები კვიპროსზე, 11 სპორტსმენით ასპარეზობდა. ტატო
სამხარაძემ შვიდი შეხვედრა ჩაატარა. ნახევარფინალურ და ფინალურ
შე
ხვედრებში ის
ეგვიპტელ სპორტსმენებს დაუპირისპირდა და საქართველოს ისტორიაში ერთ -
ერთი წარმატებული გამოსვლა აჩვენა," - ამბობს ტატო სამხარაძის
მწვრთნელი ირაკლი ღონღაძე.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი
მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები