კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს
ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N12 სპორტული
სკოლის მოსწავლეებმა. ქუთაისელი 6 მონაწილე: მათე თაბუკაშვილი, მიშიკო
გოგაძე, ლაშა ქურსაბედიანი, ლუკა გაგუა, ალექსანდრე მუკბანიანი და
ცოტნე კობალიანი, პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, ხოლო
ალექსანდრე ჯიბლაძე, მე-2 ადგილი დაიკავა. წარმატებულ სპორტსმენებს
ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე
შეხვდა.
ტურნირი 8–10 მარტს თბილისში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები