ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 23
წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქუთაისელმა ფალავანმა, ზვიად პატარიძემ
გაიმარჯვა.
ის 130 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ფინალურ შეხვედრაში
პატარიძემ თურქი სპორტსმენი ოსმან ილდირიმი დაამარცხა.
ქუთაისელი მოჭიდავე თავდაპირველად 0:5 მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ
მოწინააღმდეგეს ანგარიშით 6:5 მოუგო.
ფინალამდე მან მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსი ნოხჩო ლაბაზანოვი და ფინელი
მაენპაეა დაამარცხა.
ზვიად პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდა.
მასალის გამოყენების პირობები