23 აგვისტოს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადასული ქუთაისის "ტორპედო"
ბულგარეთის კლუბს დაუპისპირდება.
"ტორპედო" "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩს
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20 საათზე,
გამართავს.
ქუთაისიდან "ტორპედოს" გულშემატკივართა გასამგზავრებლად უფასო
ავტობუსები გამოიყო. ტრანსპორტი "ტორპედოს" სტადიონიდან 23 აგვისტოს,
12:30 საათზე გავა.
საპასუხო მატჩი 30 აგვისტოს, ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში შედგება.
ქუთაისურმა კლუბმა ევროპა ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლება ალბანურ
კლუბ
"კუკესთან"ორი
მატჩის ჯამში ანგარიშით 5:4 გამარჯვებით მოიპოვა.
მანამდე მან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების
"ვიკინგური"
დაამარცხა.
ევროპა ლიგის პლეი ოფში "ტორპედო" ისტორიაში პირველად ითამაშებს.
მასალის გამოყენების პირობები