ქუთაისელი ნიჩბოსანი გიორგი კათელაძე ოქროს მედლის მფლობელი
გახდა.
მან ლიტვის ღია საერთაშორისო ჩემოიონატზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც
ქალაქ თრაკაიში 17-19 აგვისტოს ჩატარდა.
ქუთაისელმა ნიჩბოსანმა, ლიტველ სპორტსმენთან ერთად, წყვილმოსასმელიან
ნავში მსუბუქ წონაში იასპარეზა და ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
"აღსანიშნავია, რომ ლიტვის ნიჩბოსნობის ფედერაცია ძალიან დაგვიდგა
გვერდით და დაგევხმარა ამ ჩემპიონატში მიგვეღო მონაწილეობა. მათ
მთლიანად გაუწიეს უზრუნველყოფა სასტუმროს, ნავის და სხვა აუცილებელი
ინვენტარის, რისი საშუალებაც ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა," - აცხადებს
გიორგი კანთელაძის მწვრთნელი, მერაბ ჯანელიძე.
გიორგი კანთელაძე ნიჩბოსნობაში 2012 წლიდან ვარჯიშობს. ის უკვე ფლობს
საქართველოს ჩარმპიონის ტიტულს. გარდა ამისა, არის საერთაშორისო
ჩემპიონატების პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების
მონაწილე.
მასალის გამოყენების პირობები