23 აგვისტოს, ევროპა ლიგის პლეი ოფში გადასული ქუთაისის "ტორპედო"
ბულგარეთის კლუბს დაუპისპირდება.
პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, "ტორპედო" მატჩის საკუთარ
მოედანზე მიღებას კვლავ ვერ შეძლებს.
საპასუხო მატჩი 30 აგვისტოს, ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში შედგება.
ქუთაისურმა კლუბმა ევროპა ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლება ალბანურ
კლუბ
"კუკესთან" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:4
გამარჯვებით მოიპოვა.
მანამდე მან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების
"ვიკინგური" დაამარცხა.
ევროპა ლიგის პლეი ოფში "ტორპედო" ისტორიაში პირველად ითამაშებს.
მასალის გამოყენების პირობები