ქუთაისის "ტორპედოსა" და მოლდოვურ "შერიფს" შორის დაგეგმილ მატჩზე
დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე
დასასწრებად ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს TKT.ge-ზე შეუძლიათ, 8
ივლისიდან კი სალაროებში გაიყიდება.
ბილეთის ფასი 4 ლარია. გულშემატკივარს ერთ ჯერზე 10 ბილეთის შეძენა
შეუძლია.
ქუთაისის "ტორპედო" "შერიფს" საკუთარ მოედანზე 10 ივლისს
უმასპინძლებს.
ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე მატჩის ქუთაისში ჩატარების საკითხი
გაურკვეველი იყო. სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების
გამო, თამაშის თბილისში ჩატარების ალბათობა არსებობდა, თუმცა, 3
ივლისს, კლუბში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ვიზიტის დროს
გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩს "ტორპედო"
საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
როგორ გამოიყურება "ტორპედოს" სტადიონი ნახეთ
აქ.
ამავე თემაზე:
„ტორპედო“
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს საკუთარ მოედანზე
ჩაატარებს
ოპოზიცია,
ქუთაისში ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესაძლო ვერჩატარებაზე განმარტებას
ითხოვს
მოშლილი
ინფრასტრუქტურა "ტორპედოში" და მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის
(ფოტორეპორტაჟი)
„ტორპედომ“,
შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს ვერ
უმასპინძლოს
მასალის გამოყენების პირობები